სასწავლო პროექტის
,,ქართლ–კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო, ყველა ჩვენი სამშობლოა საყვარელი საქართველოს
“–რეფლექსია
პედაგოგი: ნინო ნონაშვილი
სასწავლო პროექტი
,,ქართლ–კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო, ყველა ჩვენი სამშობლოა საყვარელი
საქართველო “ განვახორციელე სსიპ ქალაქ თბილისის
#177 საჯარო სკოლის II4 კლასში. პროექტი მიმდინარეობდა 25 მარტიდან 16 აპრილის
ჩათვლით.
პროექტის იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც ქართულში შევისწავლეთ ლექსი ,,ვინც ეწვევა საქართველოს
“. ლექსის გაგება–გააზრების დროს, გამოიკვეთა
პრობლემა, რომ კლასის უმეტესობას არც კი სმენია საქართველოს ზოგიერთი კუთხის შესახებ და შესაბამისად
გაუჭირდათ ლექსის დედააზრის გაგება. მალევე
დავგეგმე სასწავლო–შემოქმედებითი პროექტი, საქართველოს კუთხეების გაცნობის მიზნით.
პროექტის მიზანი
იყო:
Ø მოსწავლეებს ვირტუალურად
გაეცნოთ საქართველოს ისტორიული კუთხეები.
Ø გაეცნოთ ქართული ეთნოსის
დამახასიათებელ თავისებურებებს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
Ø
განვითარებოდათ ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა
და პრეზენტაციის უნარ–ჩვევები.
პროექტის
მიზნების განსაზღვრის შემდეგ, ჩამოვაყალიბე და შევადგინე სამოქმედო გეგმა. პროექტის განხორციელების ეტაპები
შემდეგნაირად გამოიყურება:
ü
გავაცანი
ბავშვებს პროქტის მიზნები;
ü
დავსახეთ
განხორციელების გზები;
ü
დავჯგუფდით
და ავარჩიეთ სამუშაო კუთხე;
ü
მოვიძიეთ
ინფორმაციები საქართველოს კუთხეების შესახებ;
ü
ავიღეთ
ინტერვიუები მშობლებისაგან და პედაგოგისაგან;
ü
ინფორმაცია
გავაფორმეთ კედლის გაზეთზე.
ü
მოვახდინეთ
მოპოვებული ინფორმაციის პრეზენტაცია.
ü
მოვინახულეთ
ეთნოგრაფიული მუზეუმი
ü
შევაჯამეთ
სასწავლო პროექტის შედეგები.
საგნობრივ ჯგუფებთან
და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ.დაწყ.
(I). 1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის
გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
Ø მიზნისა და სამეტყველო სიტუაციის ადრესატის გათვალისწინებით
ირჩევს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს (ჟესტს, მიმიკას, ინტონაციას);
Ø ადეკვატურად აღიქვამს ინფორმაციას;
Ø გადმოსცემს ინფორმაციას ნანახის, განცდილის შესახებ;
ქართ.დაწყ.
(I). 4.
მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი
ლექსიკის, ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტუქტურული ელემენტების ადეკვატურად
გამოყენება; კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა.
ქართ.დაწყ.(I).13.მოსწავლემ უნდა შეძლოს
სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა
ნაცნობ თემატიკაზე.
Ø აღწერს კონკრეტულ საგანს/ნივთს (მცენარეს, ცხოველს,
მოვლენას), წარმოაჩენს მათ დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს;
პროექტის
მსვლელობა იყო ძალიან საინტერესო. პროექტის თითოეულ ეტაპზე, სრულად იყო ჩართული თითოეული მოსწავლე, დიდი
რუდუნებითა და პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ლიტერატურის მოძიებისა გამოყენების
საქმეს. უფრო მეტი პასუხისმგებლობა და გამბედაობა გამოავლინეს პროექტის
პრეზენტაციის დროს. არასდროს დამავიწყდება მათი გაფართოებული თვალები ეთნოგრაფიულ
მუზეუმში. ეზოდან ეზოში, სახიდან სახლამდე, ოთახიდან ოთახამდე ისე ვინაცვლებდით,
რომ არ იმჩნევდნენ გაუსაძლის სიცხესა და დაღლილობას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მოვახერხე
პროექტის თითოეული მიზნის განხორციელება.
მიუხედავად
იმისა, რომ პროექტი იყო წარმატებული და შედეგი მივიღე, დაგეგმილი აქტივობები ისე არ წარიმართა, როგორც ვგეგმავდით. აქტივობა,
რომელიც უნდა განხორციელებულიყო ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ორჯერ გადავდეთ ცუდი
ამინდის გამო. ბოლოს კი დღე, როდისაც ეთნოგრაფიულს ვეწვიეთ, იყო ძალიან ცხელი.
ჩემი აზრით, გრილ ამინდში ბავშვები მეტ სიამოვნებას მიიღებდნენ და უფრო მეტსაც შეიძენდნენ.
გაუსაძლისი სიცხის გამო, მუზეუმის ზოგიერთი ნაწილი უნახავი დაგვრჩა. სამაგიეროდ გეგმის გათვალისწინებით
განხორციელდა შიდა სასკოლო
აქტივობები, ლიტერატურის მოძიება, დამუშავება, გაფორმება, წარდგენა; ამიტომ
ვფიქრობ, რომ პროექტი ყველაზე წარმატებული ლიტერატურის დამუშავებისა და
წარდგენის ეტაპზე ოყო. ბავშვებმა არაჩვეულებრივად წარმოაჩინეს საკუთარი
პრეზენტაციები და შექმნეს საინტერესო და მრავალფეროვანი კედლის გაზეთები. პროექტის
ფარგლებში შექმნილი რესურსი, კედლის გაზეთები, არა მარტო ჩემი ბავშვებისთვის, არამედ სხვა
კლასის მოსწავლეებისთვისაც ინტერესის სფეროდ იქცა. თავდაპირველად, კედლის გაზეთზე, მხოლოდ
ინფორმაციის გადატანას ვგეგმავდით, თუმცა ერთ–ერთი ბავშვის გამო, რომელსაც აქვს
წერა–კითხვის პრობლემა, შევცვალეთ დაგეგმილი აქტივობის სტრუქტურული მხარე და
მოძიებულ ინფორმაციას დავურთეთ მრავალფეროვანი, სიუჟეტური სურათებიც, რათ
ინფორმაციის მოძიება, გაგება, გააზრება ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.
პროექტის მონაწილეებმა მოიძიეს
ინფორმაციები საქართველოს კუთხეების შესახებ, ინტერნეტისა და ბიბლიოთეკის დახმარებით.
ლიტერატურის გაცნობის შედეგად გაიგეს და გაიაზრეს, რომ ნამდვილად, ,,ვინც ეწვევა
საქართველოს საოცნებო სერებს, სიმღერაც რომ არ უნდოდეს მაინც დაიმღერებს “.
თეორიული ცოდნა ერთ მთლიანობად აქცია ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა. იქ ნანახმა, რომ
გააოცა ჩემი მოსწავლეები, ეს ძალიან კარგად აჩვენა უკუკავშირმაც.
სამომავლოდ,
კიდევ რომ დავგეგმავ პროექტს, აუცილებლად გავითვალისწინებ სასწავლო წლის პერიოდს.
ვეცდები, რომ პროექტი წლის დასაწყისში, უფრო გრილ ამინდში განვახორციელო.
No comments:
Post a Comment