სოციალური პროექტის გეგმა
პროექტის დასახელება - მარჯვე ხელები
პროექტში მონაწილენი: - პედაგოგი: ნინო ნონაშვილი, II4
კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები.
პროექტის აქტუალურობა - შელახული ნივთებისადმი ზერელე დამოკიდებულება და მეორე სიცოცხლის შთაბერვის დემონსტრირებული ჩვენება.
პროექტზე
მუშაობის ვადები: დასაწყისი - 2019
წლის 22 აპრილი
დასასრული
- 2019 წლის 10 მაისი
პროექტის მიზნები -
·
ხელი შევუწყო
გამოუმუშავდეთ საკუთარი თავის რწმენა, რომ მათ მარჯვე ხელებს ბევრი რამის გაკეთება
შეუძლია. მაგალითად მეორადი ნივთებისთვის მეორე სიცოცხლის ჩუქება;
·
მოსწავლეთა
ინტერესებისა და მოტივაციის გაზრდა;
·
პროექტის განხორციელების წინაპირობები - ბავშვები უკვე მეორე სასწავლო წელია, ჩვენი სკოლის კედლებში
იზრდებიან. მე როგორც მათმა დამრიგებელმა შევამჩნიე, რომ მათ შელახული ნივთებისადმი
ზერელე და არაადეკვატური დამოკიდებულება ჰქონდათ. ადვილად იშორებდნენ თავიდან ნივთებს,
რომელიც კლასს ამშვენებდა, სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ. ამიტომ გადავწყვიტე, ის ნივთები,
რომელიც კლასში დაზიანდა და ჩემი მოსწავლეები იმეტებდნენ ნაგვის ურნაში ჩასაგდებად,
შემეგროვებინა და მათთან და მათ მშობლებთან ერთად მეორე სიცოცხლე ჩამებერა.
·
პროექტის ფარგლებში
განხორციელებული ამოცანები:
ამოცანა #1
დასახელება
და მოკლე აღწერა
|
დაზიანებული ნივთების შეგროვება
|
ვადა
|
22-25 აპრილი
|
მოსალოდნელი
შედეგი
|
შევაგროვეთ დაზიანებული ნივთები
|
ამოცანის
განსახორციელებლად საჭირო რესურსი
|
დაზიანებული ნივთები, მოსწავლეები და პედაგოგი
|
პასუხისმგებელი
პირი
|
დამრიგებელი–ნინო ნონაშვილი
|
ამოცანა #2
დასახელება
და მოკლე აღწერა
|
მოსწავლეთა ჯგუფის
შერჩევა;
|
ვადა
|
30 აპრილი–1 მაისი
|
მოსალოდნელი
შედეგი
|
შეიქმნა მოსწავლეთა და მშობელთა ჯგუფები 3–4 მოსწავლისა და მშობლის ოდენობით და აირჩიეს სასურველი ნივთი, რომელსაც
ჩაბერავდნენ, თავისი მარჯვე ხელებით, მეორე
სიცოცხლეს.
|
ამოცანის
განსახორციელებლად საჭირო რესურსი
|
კლასში შეხვედრა
|
პასუხისმგებელი
პირი
|
პედაგოგი–ნინო ნონაშვილი
|
ამოცანა #3
დასახელება
და მოკლე აღწერა
|
მოსწავლეთა
მშობლების ინფორმირება და პროექტის განხორციელებაში ჩართვა მათი ფანტაზიისა და მარჯვე ხელების გამოყენების მიზნით;
|
ვადა
|
2–3 მაისი
|
მოსალოდნელი
შედეგი
|
მოსწავლეები და მშობლები გაეცნობიან პროექტის მიზნებსა
და ამოცანებს
|
ამოცანის
განსახორციელებლად საჭირო რესურსი
|
კლასში შეხვედრა.
|
პასუხისმგებელი
პირი
|
პედაგოგი–ნინო ნონაშვილი
|
ამოცანა # 4
დასახელება
და მოკლე აღწერა
|
იდეების მოფიქრება, თუ როგორ უნდა მივცეთ ნივთს, საგანს, მეორე სიცოცხლის
შანსი.
|
ვადა
|
3 –7 მაისი
|
მოსალოდნელი
შედეგი
|
დადგინდა, რომელი ჯგუფი რა სახეს მისცემს დაზიანებულ
ნივთებს.
|
ამოცანის
განსახორციელებლად საჭირო რესურსი
|
კლასში შეხვედრა
|
პასუხისმგებელი
პირი
|
პედაგოგი–ნინო ნონაშვილი
|
ამოცანა #5
დასახელება
და მოკლე აღწერა
|
მოსწავლეების, მასწავლებლისა
და მშობლის მარჯვე ხელების საშუალებით, დაზიანებულ ნივთებისთვის სიცოცხლის დაბრუნება.
|
ვადა
|
8 მაისი
|
მოსალოდნელი
შედეგი
|
გავაცოცხლეთ უსიცოცხლო
ნივთები
|
ამოცანის
განსახორციელებლად საჭირო რესურსი
|
მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებელი;
ძაფი, ნევსი, წებო, მაკრატელი, ფერადი ქაღალდი;
პოლიეთილენის ბოთლები, ჭიქები, კოვზები, ჩხირები და
თეფშები; მინის ბოთლი და ჭიქა; სარკე; ყვავილები.
|
პასუხისმგებელი
პირი
|
პედაგოგი–ნინო ნონაშვილი
|
ამოცანა #6
დასახელება
და მოკლე აღწერა
|
დამზადებული სუვენირების პრეზენტაცია
|
ვადა
|
10 მაისი
|
მოსალოდნელი
შედეგი
|
ვაჩვენეთ ჩვენი ხელებით
დამზადებული სიცოცხლით სავსე ნივთები, პარალელი კლასის მოსწავლეებს და პედაგოგებს.
|
ამოცანის
განსახორციელებლად საჭირო რესურსი
|
დამზადებული სუვენირები
|
პასუხისმგებელი
პირი
|
პედაგოგი და არჩეული ჯგუფი
|
პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები
და მათი თავიდან აცილების გზები:
·
მოსალოდნელი
იყო, ბავშვებს მაკრატლით და ნევსით თავი ან სხვა დაეზიანებინათ;
·
რისკ–ფაქტორის
თავიდან აცილების მიზნით, მაკრატლით შესასრულებელი დავალებები შეასრულეს უფროსებმა.
შედეგები:
მოსწავლეებისთვის:
·
პრობლემის დანახვის,
მისი გადაჭრისთვის კონკრეტული ამოცანების დასახვის, ინფორმაციის მოძიების და მისი წარდგენის, პროექტის
დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილების შეძენა;
· დამოუკიდებლად/ჯგუფში
გადაწყვეტილებების მიღების, კომუნიკაციის, პასუხისმგებლობის უნარ–ჩვევების განვითარება.
·
მოსწავლეები მოახდენენ
ცოდნის ტრანსფერს, დააკავშირებენ რეალურ საგნებს ერთმანეთთან.
·
დაინახეს, რომ მათ მარჯვე
ხელებს შეუძლიათ გააკეთონ უდიდესი სიკეთე, თუნდაც უსულო საგნების მიმართ.
მასწავლებლისთვის:
·
მშობლების ჩართვა სასწავლო
პროცესში.
·
მოსწავლეთა თვითშეფასებისა
და მოტივაციის ამაღლება
· მოსწავლეთათვის იმის
დანახვა ყველაფერი შეუძლია ჩვენს მარჯვე ხელებს, თუ კი მოვინდომებთ.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
ქართ.დაწყ. (I). 1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის
გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
Ø მიზნისა და სამეტყველო სიტუაციის ადრესატის გათვალისწინებით
ირჩევს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს (ჟესტს, მიმიკას, ინტონაციას);
Ø ადეკვატურად აღიქვამს ინფორმაციას;
Ø გადმოსცემს ინფორმაციას ნანახის, განცდილის შესახებ;
ს.გ.II.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მუშაობს წყვილში/ჯგუფში საერთო ნამუშევრის შესაქმნელად,
უზიარებს თანაკლასელებს განსხვავებულ მოსაზრებებს, იდეებს;
უსმენს
მასწავლებლის ინსტრუქციას, რჩევას/მითითებას;
შეფასება:
·
გაწეული
საქმიანობის/ პრეზენტაციების ამსახველი დოკუმენტაცია;
·
ფოტო
და ვიდეო მასალა;
·
ინტერნეტ
საიტი;
No comments:
Post a Comment