სამოდელო ინტეგრირებული
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი: ნინო ნონაშვილი
პირადი ნომერი: 43001036108
საგანი: ქართული–ხელოვნება
სწავლების საფეხური/კლასი: II/დაწყებითი
მოსწავლეთა რაოდენობა: 29; კლასში
სსსმ მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა: ქართული: სულხან–საბა ორბელიანის ,,კატის გაზრდილი ლომი“;
ხელოვნება: ,,ცხოველთა სამყარო“
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს:
ქართული–
1.
სულხან–საბა
ორბელიანის იგავ–არაკის– ,,კატის გაზრდილი ლომის“ გაგება–გააზრება; გამოყენებული უცხო
სიტყვების განმარტება; დადებითი და უარყოფითი გმირების ამოცნობა;
ქართული–ხელოვნება–
2.
კომიქსის
შექმნა;
ხელოვნება–
3. ჩანაფიქრისა და შთაბეჭდილებების
გადმოცემა სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტისა და პრინციპის, მასალისა
და ტექნიკის გამოყენება ნამუშევარში( იყენებს კონტურის მოსახაზად სხვადასხვა ტიპის
ხაზს; ერთმანეთისაგან არჩევს ცივ და თბილ ფერებს);
ქართული–ხელოვნება–
4. ლოგიკური
და ანალიტიკური აზროვნების, საკუთარი აზრის გამოთქმის, სხვისი აზრის მოსმენის,
პრობლემურ საკითხზე მსჯელობისა და თანამშრომლობის უნარ–ჩვევები გამომუშავება.
მიზნები
ე.ს.გ.–
ხელოვნება
ს.გ.II.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარი ჩანაფიქრისა და შთაბეჭდილებების გადმოსაცემად სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტისა და პრინციპის, მასალისა და ტექნიკის გამოყენება ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს სხვადასხვა
ტიპის ხაზს (სქელსდაწვრილს, სწორს, ტალღოვანს, ტეხილს, წყვეტილს, ზიგზაგს,მრუდეს, კონტურს);
·
იყენებს ძირითად და შედგენილ ფერებს;
ს.გ.II.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მუშაობს წყვილში/ჯგუფში საერთო ნამუშევრის შესაქმნელად,
უზიარებს თანაკლასელებს განსხვავებულ მოსაზრებებს, იდეებს;
·
უსმენს მასწავლებლის ინსტრუქციას, რჩევას/მითითებას;
ქართული
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე
შექმნილი მცირე ზომის
სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს
თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ;
ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს;
·
ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ
მცირე ზომის ტექსტებს;
ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ
ნიშნებთან;
·
აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას;
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული
სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
გაკვეთილის მიზანი, ვფიქრობ, შეესაბამება მისაღწევ შედეგს
და დაგეგმილ აქტივობებით ესგ მოთხოვნებს დავაკმაყოფილებთ. გაკვეთილი ახსნითია და ეფუძნება
წინა გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნა–გამოცდილებას.
წინარე ცოდნა:
ქართული–
·
ერთმანეთისაგან
არჩევენ მონოლოგსა და დიალოგს.
·
იცნობენ
სულხან–საბა ორბელიანს და მის იგავ–არაკებს( რაც ვისწავლეთ)
·
იციან
რას ეწოდება იგავ–არაკი.
ხელოვნება–
·
ერთმანეთისაგან
არჩევენ თბილ და ცივ ფერებს, ძირითად და შერეულ ფერებს.
·
იყენებენ
სხვადასხვა ტიპის ხაზს.
|
№
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
|
1
|
აქტივობა 1.
ü
საორგანიზაციო საკითხები:
ü
მისალმება, განწყობის შექმნა;
მიზანი: გაკვეთილისათვის მომზადება;
აღწერა: მივესალმები, დავაფიქსირებ დასწრებას; მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის მიზანს , შეფასების რუბრიკას, რომლებიც
გამოკრულია თვალსაჩინო ადგილას.
|
ვერბალური
ახსნა/განმარტება
|
საერთო
საკლასო
|
·
საკლასო ჟურნალი,
·
პროექტორი,სლაიდი
·
თვალსაჩინო ადგილზე გაკრულია ფლიფჩარტზე დაწერილი
გაკვეთილის თემა და მიზანი;
·
საშინაო და საკლასო
დავალების შეფასების რუბრიკა - წინასწარ
არის გამოკრული კედელზე, რათა მუდმივათ ჰქონდეთ მოსწავლეებს მათზე წვდომა.
· მაგნიტები -
დაფაზე ფორმატების დასამაგრებლად.
|
2 წუთი
|
|
2
|
აქტივობა 2. საშინაო
დავალების შემოწმება.
აქტივობის მიზანი: (ხელოვნება, ქართული) დავადგინო რამდენად შეძლეს წინა გაკვეთილებზე მიღებული
ცოდნის გამოყენება საშინაო დავალების შესრულებისას;
აღწერა: გაკვეთილის მიზნის გაცნობის შემდეგ, მოსწავლეებს ვთხოვ მაჩვენონ
დავალება ხელოვნებაში,
ქართულში დავალება არ აქვთ.
ხელოვნება
ვამოწმებ საშინაო დავალებას: ,,სადაც უნდა მოეძიებინათ სურათები ძველი სამყაროს
დიდებული ქალაქის, ბაბილონის, საოცარ ნაგებობაზე, ,,ოშთარის კარიბჭეზე“ და გამოეძერწათ ის ცხოველი,
რომელიც კედლებზეა გამოსახული“– ლომი.
დავალებების
წარდგენის შემდეგ, გავაკეთებ სიტყვიერ განმავითარებელ
შეფასებას.
|
|
საერთო საკლასო
|
·
პლასტელინი
|
3 წუთი
|
|
3
|
აქტივობა 3.სახელწოდებით–
,,აკვარიუმი“
ხელოვნება–ქართული
მიზანი: გაკვეთილის ახსნამდე
შესაბამისი განწყობის შექმნა და ახალი პერსონაჟის ამოცნობა.
აღწერა:
ხელოვნება–ქართული
ბავშვებს ვთხოვ წამოდგნენ ფეხზე, დახუჭონ
თვალები და ჟესტებითა და მიმიკებით და გახმოვანებით, განასახიერონ
მოსმენილი ხმების მიხედვით ესა თუ ის ცხოველი.
ვუჩვენებ პროექტორით
სხვადასხვა ცხოველის გამოსახულებას (ძაღლი, კატა, ძროხა, თხა, ღორი) რიგ–რიგობით
და უნდა განასახიერონ და გაახმოვანონ მათი ხმები.
შემდეგ ვეუბნები, თქვენ განასახიერეთ და გაახმოვანეთ 5 ცხოველი, ამ ცხოველებიდან
ერთ–ერთია ახალი გაკვეთილის მთავარი გმირი.
მე მოგცემთ ერთ მინიშნებას– აღნიშნული ცხოველებიდან, მხოლოდ ამ ცხოველს შეუძლია
ხეზე ასვლა. აბა, თუ მიხვდებით რომელია ეს ცხოველი?
–კატა, მპასუხობენ ბავშვები.
–ძალიან კარგი, მოდით ეხლა გამოვიცნოთ მეორე პერსონაჟი.
ü მეორე პერსონაჟი, რომელიც
უნდა გამოიცნონ ბავშვებმა, უკვე გაიცნეს
ხელოვნების მეშვეობით, როდესაც შევისწავლეთ ცხოველთა სამყარო ( ნიკო ფიროსმანაშვილის
ნამუშევრებისა და ბაბილონის საოცარი ქალაქის მეშვეობით) და საშინაო დავალებაში, ცოდნის
განმტკიცების მიზნით, გამოძერწილი გვაქვს ცხოველებიდან–ლომი. ეხლა ისღა დარჩენიათ
დააკავშირონ ჩემს მიერ მიწოდებული მინიშნებები ერთმანეთს და გამოიცნონ.
მინიშნება– ბავშვებო, ჩვენთვის საინტერესო პერსონაჟი იმალება:
·
ხელოვნების საშინაო დავალებაში;
·
ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებაში.
·
გამოცანის პასუხში (ცხოველების მეფე არის, სიდიადით არ ჰყავს სწორი,
მისი ყველას ეშინია, მიხვდით, ვინ ყოფილა?––––––)
–ლომი, მპასუხობენ ბავშვები.
აქტივობის შემდეგ
სიტყვიერი განმავითარებელი შეფასება
|
როლური თამაში
კითხვა–პასუხი
|
საკლასო /საერთო
|
კომპიუტერი
|
6 წუთი
|
|
4
|
აქტივობა 5. ახალი გაკვეთილის ახსნა
სულხან–საბა ორბელიანის ,,კატის გაზრდილი ლომი“
მიზანი:
ქართული– სულხან–საბა ორბელიანის იგავ–არაკის– ,,კატის გაზრდილი
ლომის“ გაგება–გააზრება; გამოყენებული უცხო სიტყვების განმარტება; დადებითი და უარყოფითი
გმირების ამოცნობა.
ხელოვნება
ქართულში , სანამ იგავ–არაკის გაცნობას დავიწყებდე
დავიხმარ ხელოვნებაში მიღებულ ცოდნა–გამოცდილებას.
ჩვენ უკვე
გავეცანით ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებს, საოცრებათა ქალაქს და საოცრად შესრულებულ
ლომებს, გალავნის კედლებზე და ვიცით, რომ ამით მხატვარი, მოქანდაკე, მშენებელი თუ
სხვა, საკუთარ სათქმელს გადმოგვცემს. ასეთ
უამრავ მაგალითსა ვხვდებით ლიტერატურაშიც.
ქართული
აბა გავიხსენოთ
მწერალი, რომელსაც საკუთარ ნაწარმოებებში
ამეტყველებული ჰყავს ცხოველები, ფრინველები,
მცენარეები....მაგრამ მათ უკან მოიაზრება ადამიანები?
·
კითხვა–პასუხი
რას ეწოდება იგავ–არაკი ?
რას
ეწოდება მონოლოგი?
რას
ეწოდება დიალოგი?
·
ტექსტის გამომეტყველებითი კითხვა(ვაკითხებ იმ ბავშვს,
ვინც სწრაფად კითხულობს)
·
ტექსტზე მუშაობა (უცხო სიტყვების გნმარტება; პერსონაჟების
დახასიათება ,,ვენის დიაგრამის მეშვეობით)
·
განმავითარებელი
შეფასება
|
1.
მინი ლექცია
2.კითხვა–პასუხი
3.ვენის დიაგრამა
|
საკლასო/საერთო
|
·
კომპიუტერი;
·
პროექტორი;
·
წიგნი
|
12 წუთი
|
|
5
|
აქტივობა 6.
ჯგუფური მუშაობა
მიზანი: (ხელოვნება,
ქართული)
ლოგიკური და
ანალიტიკური აზროვნების, საკუთარი აზრის გამოთქმის, სხვისი აზრის მოსმენის,
პრობლემურ საკითხზე მსჯელობისა და თანამშრომლობის უნარ–ჩვევები გამომუშავება.
კომიქსის შექმნა.
აღწერა:
Ø ჯგუფებად განაწილება
Ø ჯგუფური მუშაობის
წესების შეხსენება
Ø კომიქსის რაობის
გახსენება
Ø დავალება, ინსტრუქცია
დავალება –
წიგნის დახმარებით შექმნან კომიქსი.
ინსტრუქცია–ბავშვებო
თქვენ გეძლევათ 6 ამოჭრილი ცხოველი: ძაღლი, კატა, ძროხა, თხა, ღორი. ლომი; ასევე
წებო, ფლომასტერები, თაბახის ფურცელი და
დანაწევრებული გაკვეთილი ეპიზოდებად. თქვენი დავალებაა შექმნათ კომიქსი.
კომიქსი რომ შექმნათ რამდენიმე დავალებას უნდა გაართვათ თავი.
Ø თაბახის ფურცელზე კონტურის გამოყენებით მოხაზოთ ხე;
(ხის ძირი შერეული თბილი ფერებით, ფოთლები და ხის ზემო ნაწილი, ძირითადი ცივი ფერებით)
Ø ამოარჩიოთ გაკვეთილის მთავარი პერსონაჟები მოცემული
ცხოველებიდან.
Ø კატა დასვით ხეზე( ამოჭრილი კატა დააწებეთ)
Ø ხის ძირში წამოაწვინეთ ლომი ( დააწებეთ ლომი)
Ø დანაწევრებული ეპიზოდებიდან ამოარჩიეთ ის ეპიზოდები,
რომელიც დაგეხმარებათ კომიქსის დასრულებაში და დააწებეთ იმ პერსონაჟთან, რომელსაც
ეკუთვნის ეს სიტყვები.
ნამუშევრების პრეზენტაცია.
განმავითარებელი
შეფასება
ფილმის ჩვენება(
,,კატის გაზრდილ ლომზე“)
|
არგუმენტირებული
მსჯელობა
|
ჯგუფში მუშაობა
|
შეფასების კითხვარი,
·
წყვილებში შესრულებული
დავალება;
·
კალამი
|
10 წუთი
|
|
6
|
აქტივობა
7. გაკვეთილის შეჯამება/შეფასება (ქართული, ხელოვნება)
მიზანი:
გავიგო, როგორ
მოეწონათ ბავშვებს გაკვეთილი, რომელი აქტივობა მოეწონათ; რა დაამახსოვრდათ გაკვეთილიდან;
რა დარჩა ბუნდოვანი.
აღწერა: მთლიან კლასს გაკვეთილის შეჯამების კუთხით დავურიგებ
,,გასასვლელ ბილეთებს“
·
როგორ მოგეწონათ გაკვეთილი?
·
რომელი აქტივობა მოგეწონათ?
·
რა დაგამახსოვრდათ
გაკვეთილიდან?
·
დარჩა ისეთი საკითხი,
რაც ბუნდოვანია თქვენთვის?
|
კითხვა–პასუხი
|
საკლასო/საერთო
|
კითხვები
|
4წუთი
|
|
8
|
აქტივობა 8. საშინაო დავალება
ქართული– კარგი კითხვით–იგავ–არაკი ,,კატის გაზრდილი
ლომი“
დასაწერად–წიგნის რვეულიდან იგავის შესაბამისი დავალებები
ხელოვნება– დასახატად–,,ჩემი საყვარელი ეპიზოდი ,,კატის გაზრდილ
ლომში“.
|
|
კლასი
|
კალამი, რვეული
|
3 წუთი
|
გაკვეთილის
ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ქართული:
1.
შეუძლია
სულხან–საბა ორბელიანის იგავ–არაკის– ,,კატის გაზრდილი ლომის“ გაგება–გააზრება; გამოყენებული
უცხო სიტყვების განმარტება; დადებითი და უარყოფითი გმირების ამოცნობა.
ხელოვნება:
2. შეუძლია ჩანაფიქრისა და შთაბეჭდილებების გადმოცემა
სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტისა და პრინციპის, მასალისა და ტექნიკის
გამოყენება ნამუშევარში( იყენებს კონტურის მოსახაზად სხვადასხვა ტიპის ხაზს; ერთმანეთისაგან
არჩევს ცივ და თბილ ფერებს)
ქართული–ხელოვნება:
3. გამოუმუშავდათ
მარტივი ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების, საკუთარი აზრის გამოთქმის, სხვისი
აზრის მოსმენის, პრობლემურ საკითხზე მსჯელობისა და თანამშრომლობის უნარ–ჩვევები
ქართული:
4. შექმნეს
კომიქსი
შეფასება: გაკვეთილის მიზნის
მიღწევის დონის შემოწმებას
მოვახდენ განმავითარებელი შეფასებით, ყოველი აქტივობის შემდეგ.
ხელმოწერა: ნინო ნონაშვილი
თარიღი: 23.04.2019
წელი
|
წაკითხულის შეფასება
|
|
|
ყველა სიტყვა მკაფიოდ
იყო წარმოთქმული
|
გამართულად და მკაფიოდ
არ იყო ყველა სიტყვა წარმოთქმული
|
|
განწყობა და გრძნობები
კარგად იყო გადმოცემული
|
განწყობა და გრძნობები
არ იყო სათანადოდ გადმოცემული, აკლდა ემოციურობა
|
|
ყურადღებას აქცევდა
სასვენ ნიშნებს, კითხულობდა შესაბამისი ინტონაციით
|
არ აქცევდა ყურადღებას
სასვენ ნიშნებს, არ კითხულობდა შესაბამისი ინტონაციით
|
|
რეკომენდაციები: იკითხე
ბევრი, ყურადღება მიაქციე სასვენ ნიშნებს და შესაბამისი ინტონაციით წაიკითხე. დაუკვირდი
პერსონაჟების გრძნობებს, ემოციებს და ეცადე, კითხვისას შესაბამისი ემოცია გადმოსცე.
|
|
|
ზეპირმეტყველების
შეფასება
|
|
|
სათქმელი გასაგებად
იყო გადმოცემული
|
სათქმელი არ იყო გასაგებად
ჩამოყალიბებული
|
|
კითხვებზე სწორი და
სრული პასუხი გასცა
|
კითხვებზე პასუხი სრულად
ვერ გასცა
|
|
საკუთარი დამოკიდებულება
გასაგებად იყო ჩამოყალიბებული და დასაბუთებული
|
გასაგებად არ იყო გამოხატული
აზრი და დასაბუთებაც აკლდა
|
|
რეკომენდაციები: სათქმელი
გადმოეცი გასაგებად. კითხვებზე სრული პასუხი გაეცი შენი სიტყვებით, ნუ ეცდები ზუსტად
ის სიტყვები ამოიკითხო, რაც ნაწარმოებში წერია. ტექსტში მოცემული აზრი გადმოეცი შენი
სიტყვებით. როდესაც შენს დამოკიდებულებას, შეხედულებას, აზრს გამოხატავ, ყოველთვის
დაასაბუთე, აღნიშნე, რატომ ფიქრობ ასე.
|
|
|
ჯგუფის შეფასება
|
|
|
მუშაობდით შეთანხმებულად
ერთი მაგიდის გარშემო
|
არ მუშაობდით შეთანხმებულად
ერთი მაგიდის გარშემო
|
|
სამუშაო შეგისრულებიათ
ჩემი მითითებების გათვალისწინებით.
|
სამუშაო არ შეგისრულებიათ
ჩემი მითითებების გათვალისწინებით.
|
|
დავალება შეასრულეთ მითითებულ
დროში
|
დავალება ვერ შეასრულეთ
მითითებულ დროში.
|
|
რეკომენდაციები: ჯგუფმა
უნდა იმუშაოს შეთანხმებულა, ერთი მაგიდის გარშემო და აუცილებლად უნდა შეასრულოთ დავალება
მასწავლებლის მითითებების გათვალისწინებით, წინასწარ განსაზღვრულ დროში.
|
|
No comments:
Post a Comment