პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი


მასწავლებლის სახელი, გვარი: ნინო ნონაშვილი
პირადი ნომერი: 43001036108
საგანი: ქართული
სწავლების საფეხური/კლასი: II/დაწყებითი
მოსწავლეთა რაოდენობა: 29; კლასში  სსსმ  მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა:  ,,პურის მარცვალი“
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს:
ქართული
1.       ხალხური მოთხრობის ,,პურის მარცვლის “   გაგება–გააზრება; გამოყენებული უცხო სიტყვების განმარტება;
2.       დაუკავშირონ ტექსტში ასახული პრობლემა საკლასო ოთახში მდგარ გლობალურ პრობლემას.
3.    ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების, საკუთარი აზრის გამოთქმის, სხვისი აზრის მოსმენის, პრობლემურ საკითხზე მსჯელობისა და თანამშრომლობის უნარ–ჩვევები გამომუშავება.
4.     

მიზნები ე.ს.გ.–                                                                                      


ქართული

ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე
შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს
თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ;
·         ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, თვისებებს);
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);
·         აკავშირებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავს პირად გამოცდილებასთან;
·         გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს (მაგ., გამაკვირვა, შემეცოდა და ა. შ.);


ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს;
·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს;
ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან;
·         აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას;
ქართ. II. 7. მოსწავლეს შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         ხმამაღლა კითხვისას სწორად მონიშნავს წინადადების საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას;
·         განარჩევს და ასახელებს პერსონაჟის / ობიექტის დამახასიათებელ სიტყვებს შინაარსობრივი თვალსაზრისით (საგნის, პიროვნების აღმნიშვნელ სიტყვებს, მოქმედება-მდგომარეობის აღმნიშვნელ ლექსიკას...);


გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
გაკვეთილის მიზანი, ვფიქრობ, შეესაბამება მისაღწევ შედეგს და დაგეგმილ აქტივობებით ესგ მოთხოვნებს დავაკმაყოფილებთ. გაკვეთილი პრობლემაზე ორიენტირებულია და ეფუძნება წინა გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნა–გამოცდილებას.

წინარე ცოდნა:
·         ნასწავლი აქვთ საინფორმაციო ტექსტი ,,პური ჩვენი არსობისა“
·         დამოუკიდებლად წაიკითხეს და გაარჩიეს ხალხური მოთხრობა ,,პურის მარცვალი“
·         ფლობენ ჯგუფური მუშაობისა და წყვილში მუშაობის ტექნიკას.
·         არჩევენ ერთმანეთისაგან დიალოგსა და მონოლოგს.
·         იციან იგავ–არაკის არსი.
·         მოძიებული აქვთ ინფორმაცია პურის სხვადასხვა ჯიშების, დამუშავებისა და პურის ცხობის ტექნიკების შესახებ;
·         იციან, რა სარგებლობა მოაქვს პურს.






აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
აქტივობა 1.



ü  საორგანიზაციო საკითხები:
ü  მისალმება, განწყობის შექმნა;


მიზანი:  გაკვეთილისათვის მომზადება;

აღწერა: მივესალმები, დავაფიქსირებ დასწრებას;  მოსწავლეებს გავაცნობ  გაკვეთილის მიზანს , შეფასების რუბრიკას, რომლებიც გამოკრულია  თვალსაჩინო ადგილას.

ვერბალური ახსნა/განმარტება­
საერთო საკლასო
·   საკლასო ჟურნალი,

·   თვალსაჩინო ადგილზე გაკრულია  გაკვეთილის თემა და მიზანი;


·   მაგნიტები -  დაფაზე ფორმატების დასამაგრებლად.
2 უთი
2
აქტივობა 2. ჯგუფური მუშაობა საშინაო დავალების შემოწმების მიზნით.

აქტივობის მიზანი: დავადგინო რამდენად შეძლეს  დამოუკიდებლად პურის გზის გაგება–გააზრება.
გამოიმუშაონ ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების, საკუთარი აზრის გამოთქმის, სხვისი აზრის მოსმენის, პრობლემურ საკითხზე მსჯელობისა და თანამშრომლობის უნარ–ჩვევები;

აღწერა: გაკვეთილის მიზნის გაცნობის შემდეგ, ერთ–ერთ მოსწავლეს ვთხოვ წაიკითხოს მოთხრობა ,,პურის გზა“. რამდენიმე მოსწავლეს გავაგრზელებინებ.

ტექსტის წაკითხვის შემდეგ,  მოსწავლეებს ვთხოვ განაწილდნენ ჯგუფებად.    
*       ჯგუფების მოწესრიგების შემდეგ შევახსენებ ბავშვებს ჯგუფური მუშაობის წესებს და ვაძლევ ინსტრუქციას.
       ბავშვებო, თქვენ წინა გაკვეთილზე მოგეცით დავალება, დამოუკიდებლად წაგეკითხათ ხალხური თხზულება ,,პურის გზა“. იმის გასარკვევად, რამდენად კარგად გაიგეთ და გაიაზრეთ ტექსტი, მოდით შედეგი გუნდურად წარმოვადგინოთ. როგორც უკვე წაიკითხეთ, სანამ პურის მარცვალი თხზულების გმირთან მივიდოდა, გაიარა 10 გზა. ჩემს წინ ხუთ ჯგუფად ხართ წარმოდგენილი. თითოეულ ჯგუფს გექნებათ თქვენი დავალება. ჯგუფებმა რომ დავალება მიიღოთ, თქვენი წარმომადგენელი უნდა გამოვიდეს და მასწავლებლის მაგიდაზე დალაგებული დავალებებიდან ერთ–ერთი უნდა აიღოს. დავალებაში იმალება პურის მარცვლის მიერ გავლილი ორი გზა. თითოეულ ჯგუფს შეგხვდებათ 2–2 გზა.
I ჯგუფს– პირველი და მეორე გზა;
II ჯგუფს–მესამე და მეოთხე გზა.
III ჯგუფს–მეხუთე და მეექვსე გზა;
IVჯგუფს– მეშვიდე და მერვე გზა.
V ჯგუფს–მეცხრე და მეათე გზა.

*       ჯგუფებს პურის მარცვლის მიერ განვლილ  გზებს,  შემთხვევითი შერჩევითი გზით ავარჩევინებ.  ჯგუფები პასუხებს წინასწარ მიწოდებულ თეთრ ფურცლებზე წარმოადგენენ.

სანამ ჯგუფურ მუშაობას დაიწყებენ კიდევ ერთხელ შევახსენებ ჯგუფური მუშაობის წესებსა და დროს.

*       დროის ამოწურვის შემდეგ, ბავშვების ნამუშევრებს წარმოვადგენ დაფაზე.

შემდეგ ბავშვებს ვეტყვი, რომ ჩემს მაგივრად თვითონ უნდა შეაფასონ საკუთარი ჯგუფი, მივმართავ თვითშეფასებას. ამაში კი დაეხმარებათ პრეზენტაცია, რომელსაც ეკრანზე გავუშვებ.
*       რეზენტაციაში წარმოდგენილი იქნება ყველა ის გზა, რომელსაც გაივლის პურის მარცვალი, სანამ ჩვენამდე მოვა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ბავშვებს ვეუბნები, აბა შეაფასეთ ეხლა თქვენი ნამუშევრები. თვითშეფასების მერე არ ვაკეთებ უკუკავშირს, რადგან დავალების უკეთ დემონსტრირებისთვის, პრაქტიკული დავალების მიცემას ვგეგმავ, რომელიც უკეთ წარმოაჩენს მათ უნარებს.

შემდეგ ბავშვებს ვუთითებ ოთახის კუთხისკენ, სადაც  მაგიდაზე იქნება  განლაგებული ყველა ის რესურსი, რომელიც მათ დაეხმარებათ პურის გზის, პრაქტიკულად წარმოჩენის მერე. ვეუბნები მათ, რომ ჯგუფების წარმომადგენლები მივიდნენ მაგიდასთან და საკუთარი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დავალებისთვის შეარჩიონ  რესურსი.

*       ესურსის ჯგუფებში მოთავსების შემდეგ, ბავშვებს მიეცემათ დრო, რათა მოემზადონ დავალების წარმოდგენისთვის.

ბავშვები რიგ–რიგობით წარმოადგენენ  პრაქტიკულ დავალებას.

აქტივობის შემდეგ სიტყვიერი განმავითარებელი შეფასება





ჯგუფური პრეზენტაცია
მცირე ჯგუფები,
საერთო საკლასო
·         კალამი;
·         ფურცელი;
·          პროექტორი;
·         კომპიუტერი;
·         ეკრანი.
·         რესურსი
16 წუთი
3
აქტივობა 3  ტექსტის წვდომა და პრობლემის გამოკვეთა.
მიზანი:  ხალხური თხზულების ,,პურის გზის“ გაგება–გააზრება; გამოყენებული უცხო სიტყვების განმარტება; ტექსტში წამოჭრილი პრობლემის გამოკვეთა, ანალიზი და სინთეზი.

აღწერა:
 ჯგუფური მუშაობის შემდეგ ბავშვებს მოვუწოდებ დაუბრუნდნენ საკუთარ ადგილებს და განვაგრძობ გაკვეთილს მთელ კლასთან.

ბავშვებო, მე შევამოწმე თქვენი ცოდნა რამდენად კარგად გაიგეთ ფაქტობრივი მასალა, ეხლა კი მინდა შევამოწმო როგორ ჩაწვდით პერსონაჟების ხასიათს, უცხო სიტყვებს და პრობლემას რომელიც პირდაპირ გვიკავშირდება ჩვენ.

·         რამდენი პერსონაჟი გხვდება მოთხრობაში?
·         დაახასიათეთ ბიჭი, როგორია ის?
·         დავახასიათოთ პურის მარცვალი, როგორი თვისებებს ამჟღავნებს?
·         პურის მარცვლის ამეტყველება, რამეს ხომ არ გახსენებთ?
·         რომელი უცხო სიტყვები გხვდება ტექსტში?

 აბა, ვინ გაიხსენებს უკვე ნასწავლ საინფორმაციო ტექსტს, რომელიც პურის სიკეთესა და მნიშვნელობაზე გვესაუბრება?
პურის მარცვლის შესახებ უამრავი ინფორმაცია დავაგროვეთ, მაშინ მიპასუხეთ.
    
·         რა სარგებლობა მოაქვს  პურს?
·         რა განსხვავებაა პურის მარცვლის დამუშავების ძველ და ახალ მეთოდს შორის?
·         რომელი პურ გიყვართ თქვენ> შავი თუ თეთრი  და რატომ?
·         გარდა პურისა, კიდევ რა ცომეულს მიირთმევთ?
·         გქონიათ შემთხვევა, როდესაც პურს, ღვეზელს, ხაჭაპურს, ლობიანს მიირთმევდით და ბოლომდე ვერ დაამთავრეთ?
·         ნახევრად დამთავრებულ ,, ცომეულს“ რა გზა ეწია?
·         როგორ იქცევით კლასში, სად მიგაქვთ ,,ცომეულის“ ნამცეცები?
      

*       ბავშვები გამოკვეთავენ პრობლემას, რომ კლასში ნარჩენ ცომეულს ათავსებენ ნაგვის ურნაში, ან უარეს შემთხვევაში ყრიან იატაკზე ან აობებენ მაგიდის სათავსოში.
აქტივობის შემდეგ სიტყვიერი განმავითარებელი შეფასება

პრობლემური საკითხის გამოკვეთის შემდეგ გადავდივართ გადაჭრის გზებზე.
            
პრობლემის გადაჭრის გზების ძიების მიზნით ბავშვებს ვამუშავებ წყვილებში.

 ბავშვებო, მოდით დავწყვილდეთ. წყვილში მოიფიქრეთ, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, ამხელა გზა გამოვლილი პურის მარცვალი არ მოვათავსოთ ნაგვის ურნაში და უარეს შემთხვევაში, რაც ჩვენ გჩვევია ხოლმე, იატაკზე.

გადაჭრის გზას, წებოვან ფურცელზე დააფიქსირებენ.

წყვილებში მუშაობის შემდეგ,  ავაგროვებ  და განვიხილავ. საუკეთესო გზებს გამოვავლენ და გამოვთქვამ მზაობას, რომ ამ გადაჭრის გზებს რეალობად ვაქცევთ.



აქტივობის შემდეგ სიტყვიერი განმავითარებელი შეფასება




დისკუსია, ;პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება;
წყვილების პრეზენტაცია.


საკლასო /საერთო

წყვილები.
·         ახელმძღვანელო;
·          წებოვანი;
·         ფურცლები;
·         კალამი;

15 წუთი
6

აქტივობა 4. გაკვეთილის შეჯამება/შეფასება  
მიზანი:  გავიგო, როგორ მოეწონათ ბავშვებს გაკვეთილი, რომელი აქტივობა მოეწონათ; რა დაამახსოვრდათ გაკვეთილიდან; რა დარჩა ბუნდოვანი.

აღწერა: მთლიან კლასს გაკვეთილის შეჯამების კუთხით დავუსვამ კითხვებს.

·         როგორ მოგეწონათ გაკვეთილი?
·         რომელი აქტივობა მოგეწონათ?
·         რა დაგამახსოვრდათ გაკვეთილიდან?
·         დარჩა ისეთი საკითხი, რაც ბუნდოვანია თქვენთვის?

კითხვა–პასუხი

საკლასო/საერთო
კითხვები
4წუთი
8

აქტივობა 5. საშინაო დავალება

მოსაყოლად– ხალხური თხზულება ,, პურის გზა “
დასაწერად –  ,, ნაგვის ურნაში მოთავსებული პურის ფიქრები“







კლასი
კალამი, რვეული
 3 წუთი
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
1.       ხალხური მოთხრობა ,,პურის მარცვალი “  გაიგეს და გაიაზრეს; განვმარტეთ გამოყენებული უცხო სიტყვები;
2.    გამოუმუშავდათ, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, საკუთარი აზრის გამოთქმის, სხვისი აზრის მოსმენის, პრობლემურ საკითხზე მსჯელობისა და თანამშრომლობის უნარ–ჩვევები..

შეფასება:   გაკვეთილის  მიზნის  მიღწევის  დონის  შემოწმებას  მოვახდენ  განმავითარებელი  შეფასებით, ყოველი აქტივობის შემდეგ.

ხელმოწერა: ნინო ნონაშვილი
თარიღი: 23.05.2019 წელი

წაკითხულის შეფასება
ყველა სიტყვა მკაფიოდ იყო წარმოთქმული
გამართულად და მკაფიოდ არ იყო ყველა სიტყვა წარმოთქმული
განწყობა და გრძნობები კარგად იყო გადმოცემული
განწყობა და გრძნობები არ იყო სათანადოდ გადმოცემული, აკლდა ემოციურობა
ყურადღებას აქცევდა სასვენ ნიშნებს, კითხულობდა შესაბამისი ინტონაციით
არ აქცევდა ყურადღებას სასვენ ნიშნებს, არ კითხულობდა შესაბამისი ინტონაციით
რეკომენდაციები: იკითხე ბევრი, ყურადღება მიაქციე სასვენ ნიშნებს და შესაბამისი ინტონაციით წაიკითხე. დაუკვირდი პერსონაჟების გრძნობებს, ემოციებს და ეცადე, კითხვისას შესაბამისი ემოცია გადმოსცე.


 ზეპირმეტყველების შეფასება
სათქმელი გასაგებად იყო გადმოცემული
სათქმელი არ იყო გასაგებად ჩამოყალიბებული
კითხვებზე სწორი და სრული პასუხი გასცა
კითხვებზე პასუხი სრულად ვერ გასცა
საკუთარი დამოკიდებულება გასაგებად იყო ჩამოყალიბებული და დასაბუთებული
გასაგებად არ იყო გამოხატული აზრი და  დასაბუთებაც აკლდა
რეკომენდაციები: სათქმელი გადმოეცი გასაგებად. კითხვებზე სრული პასუხი გაეცი შენი სიტყვებით, ნუ ეცდები ზუსტად ის სიტყვები ამოიკითხო, რაც ნაწარმოებში წერია. ტექსტში მოცემული აზრი გადმოეცი შენი სიტყვებით. როდესაც შენს დამოკიდებულებას, შეხედულებას, აზრს გამოხატავ, ყოველთვის დაასაბუთე, აღნიშნე, რატომ ფიქრობ ასე.


ჯგუფის შეფასება
მუშაობდით შეთანხმებულად ერთი მაგიდის გარშემო
არ მუშაობდით შეთანხმებულად ერთი მაგიდის გარშემო
სამუშაო შეგისრულებიათ ჩემი მითითებების გათვალისწინებით.
სამუშაო არ შეგისრულებიათ ჩემი მითითებების გათვალისწინებით.
 დავალება შეასრულეთ მითითებულ დროში
დავალება ვერ შეასრულეთ მითითებულ დროში.
რეკომენდაციები: ჯგუფმა უნდა იმუშაოს შეთანხმებულად, ერთი მაგიდის გარშემო და აუცილებლად უნდა შეასრულოთ დავალება მასწავლებლის მითითებების გათვალისწინებით, წინასწარ განსაზღვრულ დროში.

წყვილის შეფასება
მუშაობდით შეთანხმებულად ერთი მაგიდის გარშემო
არ მუშაობდით შეთანხმებულად
სამუშაო შეგისრულებიათ ჩემი მითითებების გათვალისწინებით.
სამუშაო არ შეგისრულებიათ ჩემი მითითებების გათვალისწინებით.
 დავალება შეასრულეთ მითითებულ დროში
დავალება ვერ შეასრულეთ მითითებულ დროში.
რეკომენდაციები: წყვილმა უნდა იმუშაოს შეთანხმებულად, აუცილებლად უნდა შეასრულოთ დავალება მასწავლებლის მითითებების გათვალისწინებით, წინასწარ განსაზღვრულ დროში.





No comments:

Post a Comment