სოციალური პროექტი– მარჯვე ხელები
რეფლექსია
პედაგოგი: ნინო
ნონაშვილი
სოციალური პროექტი ,,მარჯვე ხელები “ , განვახორციელე სსიპ ქალაქ თბილისის #177 საჯარო სკოლის II4 კლასში.
პროექტის იდეა გაჩნდა მას შემდეგ,
რაც ჩემს სადამრიგებლო კლასს შევამჩნიე, რომ მათ შელახული ნივთებისადმი ზერელე და არაადეკვატური
დამოკიდებულება ჰქონდათ. ადვილად იშორებდნენ თავიდან ნივთებს, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე
დღის წინ, კლასს ამშვენებდა. ამიტომ გადავწყვიტე, ის ნივთები, რომელიც კლასში დაზიანდა
და ჩემი მოსწავლეები ადვილად აგდებდნენ ნაგვის ურნაში, შემეგროვებინა და მათთან და
მათ მშობლებთან ერთად მეორე სიცოცხლე მეჩუქებინა.
წინაპირობების გააზრებისა და გაანალიზების
შემდეგ, მალევე დავგეგმე სოციალური– პროექტი, სახელწოდებით მარჯვე ხელები.
ჩვენი პროექტის მიზანი იყო:
ü ხელი შემეწყო იმისათვის, რომ ბავშვებს ერწმუნათ საკუთარი
თავის, რომ მათ მარჯვე ხელებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. მაგალითად მეორადი ნივთებისთვის,
მეორე სიცოცხლის ჩუქება;
ü მოსწავლეთა ინტერესებისა და მოტივაციის გაზრდა.
სამოქმედო გეგმა:
Ø პრობლემი
აღმოჩენა;
Ø დაზიანებული
საგნების შეგროვება;
Ø მოსწავლეებისა
და მშობლების დაჯგუფება;
Ø დავალების
განაწილება;
Ø იდეების
მოფიქრება, როგორ შეიძლებოდა გაგვეცოცხლებინა ძველი ნივთები;
Ø პროექტის
განხორციელება;
Ø პროექტის
პრეზენტაცია;
საგნობრივ ჯგუფებთან
და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
ქართ.დაწყ. (I). 1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის
გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
Ø მიზნისა და სამეტყველო სიტუაციის ადრესატის გათვალისწინებით
ირჩევს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს (ჟესტს, მიმიკას, ინტონაციას);
Ø ადეკვატურად აღიქვამს ინფორმაციას;
Ø გადმოსცემს ინფორმაციას ნანახის, განცდილის შესახებ;
ს.გ.II.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მუშაობს წყვილში/ჯგუფში
საერთო ნამუშევრის შესაქმნელად, უზიარებს თანაკლასელებს განსხვავებულ მოსაზრებებს, იდეებს;
უსმენს მასწავლებლის
ინსტრუქციას, რჩევას/მითითებას;
პროექტის მსვლელობა იყო ძალიან საინტერესო. პროექტში სრულად
იყო ჩართული თითოეული მოსწავლე მშობელთან ერთად. მშობლებთან ერთად მუშაობის გამო, ბავშვები
უზომოდ ამაყები და თამამები იყვნენ. ერთობლივმა
მუშაობამ შედეგი გამოიღო. ამიტომ ვფიქრობ, რომ მოხერხდა დასახული მიზნების განხორციელება.
მიუხედავად იმისა,
რომ პროექტი იყო წარმატებული, დაგეგმილი აქტივობები
ისე არ წარიმართა, როგორც ვგეგმავდით. იქიდან გამომდინარე, რომ პროექტის განხორციელება
აღდგომის წინა და მომდევნო პერიოდს დაემთხვა, მომიწია, დასვენების დღეების გამო, პროექტის
განხორციელების პერიოდის გაზრდა და თითქოს მრჩებოდა განცდა, ზოგიერთ ეტაპზე, ბავშვების
და მშობლებიც ნაკლებად ინტერესდებოდნენ პროექტით. შეიძლება ჩემი ბრალიცაა, ნათლად და
მკაფიოდ ვერ გავაცანი პროექტის მიზანი. ასევე, ეჭვის თვალით უყურებდნენ იმას, როგორ
შეიძლებოდა, მეორადი ნივთებისთვის ახალი სიცოცხლის ჩაბერვა ისე, რომ ის ისევ გამოგვეყენებინა.
მშობლების გაოცებული სახეები არ დამავიწყდება არასდროს, როდესაც მოვიდა იდეების პრეზენტაციის
დღე. მშობელთა უმრავლესობას ეჭვი ეპარებოდა, რომ მას და მის შვილს პროექტის ფარგლებში,
რაიმე სარგებლობის მოტანა შეეძლო. თუმცა, მათი ეჭვები მთლად გაიფანტა, როდესაც მართლა
ჩავბერეთ მეორე სიცოცხლე, დაზიანებულ, გადასაგდებად გამზადებულ ნივთებს. დარწმუნდნენ
რომ მათ ხელებსაც შეეძლო არაჩვეულებრივი სუვენირების დამზადება. რამდენიმეს მცდელობაც
ჰქონდა, სახლში წაეღო საკუთარი ნამუშევარი. უფრო საინტერესო და სახალისო იყო, ნამუშევრების
პრეზენტაცია. ბავშვების რიგი არ წყდებოდა ჩვენს კლასში. თითოეული მოსწავლე დიდი რუდუნებით
იცავდა თავის ნამუშევარ. კლასი უფრო ლამაზი და მრავალფეროვანი გახდა. ბავშვებს იმდენად
მოსწონდა საკლასო გარემო, რომ სახლში წასვლაც არ უნდოდათ. გაეზარდათ მოტივაცია და სკოლაში
სიხარულით მოდიოდნენ; ირწმუნეს საკუთარი თავის, რომ მათ მარჯვე ხელებს ყველაფრის გაკეთება
შეუძლია, მთავარია ერთობა, მონდომება და მიზანი. ამიტომ
ვთვლი, რომ პროექტი ყველაზე წარმატებული იყო
დასკვნით აქტივობაში, როდესაც დაამზადეს ნივთები და მოახდინეს პრეზენტაცია.
პროექტის
განხორციელებისას ჩვენს წინაშე იდგა რისკ–ფაქტორებიც. მაგალითად , მუშაობისას ვიყენებდით
უთოს, ცხელ წებოს, მაკრატელს, ზეთოვან საღებავებს. პრობლემა რომ თავიდან აგვეცილებინა
მშობლებთან ერთად თვალს არ ვაცილებდი მათ. მაქსიმალურად ვცდილობდით საფრთხის შემცველი
მოქმედებები დიდებს შეგვესრულებინა. ჩემი
აზრით, ამ პროექტის მეშვეობით, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძალა ერთობაშია და ჩვენ მარჯვე
ხელებს შეუძლიათ სხვისთვის, თუნდაც ერთი უსულო საგნისთვის,მეორე სიცოცხლის ჩუქება. პროექტის
მიმდინარეობისას თითქმის ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, თ არ ჩავთვლით განხორციელების
პერიოდის ცვლილებას, დასვენებების გამო. რომ შემეძლოს რაიმე ცვლილების განხორციელება
პროექტში, შევამცირებდი დროს და ავირჩევდი სასწავლო წლის სხვა პერიოდს პროექტის დემონსტრირებისათვის.
შედეგები:
მოსწავლეებისთვის:
·
პრობლემის დანახვის,
მისი გადაჭრისთვის კონკრეტული ამოცანების დასახვის, ინფორმაციის მოძიების და მისი წარდგენის, პროექტის
დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილების შეძენა;
· დამოუკიდებლად/ჯგუფში
გადაწყვეტილებების მიღების, კომუნიკაციის, პასუხისმგებლობის უნარ–ჩვევების განვითარება.
·
მოსწავლეები მოახდენენ
ცოდნის ტრანსფერს, დააკავშირებენ რეალურ საგნებს ერთმანეთთან.
·
დაინახეს, რომ მათ მარჯვე
ხელებს შეუძლიათ გააკეთონ უდიდესი სიკეთე, თუნდაც უსულო საგნების მიმართ.
მასწავლებლებისთვის:
·
მშობლების ჩართვა სასწავლო
პროცესში.
·
მოსწავლეთა თვითშეფასებისა
და მოტივაციის ამაღლება
· მოსწავლეთათვის იმის
დანახვა ყველაფერი შეუძლია ჩვენს მარჯვე ხელებს, თუ კი მოვინდომებთ.
No comments:
Post a Comment