რესურსის რეფლექსია
რესურსი: არსებითი
სახელების მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის გარჩევა.
პედაგოგი: ნინო ნონაშვილი
დროის ხანგრძლივობა:
1
აკადემიური საათი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ქართ. II. 3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და
ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ამბის გადმოცემისას
იყენებს მართებულ სიტყვაფორმებსა
რესურსი შევქმენი მას შემდეგ, რაც შევამჩნიე, რომ ჩემს
მოსწავლეებს გაუჭირდათ ერთ–ერთ შემაჯამებელ ტესტში არსებითი სახელების მხოლობითი და
მრავლობითი რიცხვის გარჩევა ერთმანეთისაგან. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვებს ძალიან
მოსწონთ ტექნოლოგიებთან ურთიერთობა და უდიდეს მოტივაციას აძლევს კომპიუტერით დავალებების
მიღება–გაგზავნა, გადავწყვიტე, ელექტრონული რესურსი learningApps.org-ზე გამეკეთებინა და გამეზიარებინა მათთვის. სანამ რესურს შევიტანდი
საკლასო ოთახში:
Ø ცოდნისგაღრმავებისა და განმტკიცების მიზნით, ვიმუშავეთ
საკითხზე არსებითი სახელების მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი;
Ø თითოეული ბავშვისთვის შევქმენი ელექტრონული მისამართი
და დავარეგისტრირე learningApps.org-ზე
Ø ამოვიწერე ყველა ის არსებითი სახელი, რომელთა
რიცხვიც ვერ განსაზღვრეს ბავშვებმა;
Ø შევქმენი რესურსი learningApps.org-ზე
რესურსის შესაქმნელად
გამოვიყენე შემდეგი სიტყვები: დედა, მამა, ცხოველი, ჩიტი, ქალი, თოჯინა, ქალაქი, ტელეფონი,
კედელი, სკამები, ფურცლები, ყვავილები, ადამიანი, კლასი, კარი, მეგობარი, მერხი, თარო,
ვაჟი, მასწავლებელი, მშობელი, მოსწავლე, ადამიანები, კედლები, ადამიანები, კალმები,
ფანქრები, ფურცლები, ტელეფონები, ფანჯრები, სკოლები, წიგნები, რვეულები, ხეები, ქვები,
მანქანები, პურები, ქოთნები, დაფები.
დავალების მიზანი იყო არსებით სახელების მხოლობითი და
მრავლობითი რიცხვის ერთმანეთისაგან გარჩევის უნარ–ჩვევების გამომუშავება და განმტკიცება.
რესურსი გამოვიყენეთ ისტის ოთახში, რადგან ინტერნეტის
გაზიარება ვერ მოხდა ბავშვების პირად კომპიუტერებში.
თავდაპირველად:
Ø მოსწავლეებმაგახსნეს პირადი ელექტრონული ფოსტა;
Ø გავუგზავნე მათ პირად ფოსტაზე learningApps.org-ზე შექმნილი რესურსის ელექტრო მისამართი.
Ø მივეცი დავალება, მოცემული სიტყვები
დაეკავშირებინათ მხოლობით და მრავლობით რიცხვთან და ამოეცნოთ ფოტო სურათი, რომელიც
სიტყვების უკან იმალებოდა.
Ø ბავშვებმა თავი გაართვეს დავალებას.
მიზნის მიღწევაში დამეხმარა
რესურსი აღწერილობით:კომპიუტერი,
ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტი.
რესურსი მრავალჯერადად გამოსაყენებელია :
რესურსის გამოყენებამ შედეგი გამოიღო, ბავშვებმა ამ აქტივობის ფარგლებში
მიიღეს უდიდესი გამოცდილება.
რესურსის რისკ ფაქტორები:შეიძლებოდა, ბავშვებს არ მოსწონებოდათ ჩემ მიერ შეთავაზებული
აქტივობა და ზოგიერთს საერთოდ უარი განეცხადებინა ელექტრონული ფოსტის შექმნასა და დავალების
გაკეთებაზე.
ü
სანამრესურსისგამოყენებასდაიწყებდეთ, ბავშვებს უნდა ჰქონდეს შექმნილი საკუთარი ელექტრონული მისამართი gmail-ზე, რომლის მეშვეობით ისარგებლებთ საიტით learningApps.org–ზე შექმნილი რესურსით.
რესურსი იხილეთ: :https://learningapps.org/display?v=pp0ri1xb519
No comments:
Post a Comment