თამაშის წესები:
ლოტო შედგება 29 სათამაშო ბარათისაგან (თითოეულზე გამოსახულია 9 სიტყვა) და 84 ,, კოჭისაგან „
ლოტო გათვლილია 29 მოთამაშეზე, მაგრამ შესაძლებელია ითამაშოს უფრო ნაკლები რაოდენობის ბავშვმა. უბრალოდ, აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ გამარჯვებულად უნდა ჩავთვალოთ ის ბავშვი, ვის ბარათზეც ყველაზე მეტი კოჭი აღმოჩნდება, რადგან შეიძლება ვერცერთმა მოსწავლემ ვერ მოახერხოს ბარათი შევსება სრულყოფილად. თუ ცხრაზე ნაკლები მოსწავლე ითამაშებს ლოტოს, მოსწავლეს შესაძლებლობა მიეცემა, ბარათის გამოცვლის(თუ მისთვის ბარათზე დაწერილი სიტყვების მნიშვნელობა არ ესმის).
მასწავლებელი, ან ერთ–ერთი მოსწავლე ყუთიდან იღებს ლოტოს ბარათებს და ,, კოჭებს “, ასევე ცარიელ, წვრილად დაჭრილ ფურცლებს. მოსწავლეებს მასწავლებელი ურიგებს ბარათებს და აცნობს თამაშის წესებს.
,,თქვენ დაგირიგდათ ლოტოს ბარათები. თითოეულის ბარათზე დატანილია 9 სიტყვა, 3–ვარდისფერ ფონზე, 6 ცისფერ ფონზე. შესაბამისად ლოტოს ,,კოჭებიც“ ამ ფერებშია . მასწავლებელი, რომელიც შეასრულებს ,,დედის“ ფუნქციას, რიგ–რიგობით ამოიღებს ,,კოჭებს“. თუ ამოვიდა ვარდისფერ ფონზე დატანილი სიტყვა, ესე იგი ვეძებთ ამ სიტყვის სინონიმურ(მსგავსი მნიშვნელობის მქონე სიტყვებს) წყვილს, თქვენი ლოტოს ბარათზე (ვარდისფერ ფონზე). თუ მასწავლებელმა ამოიღო ლურჯ ფონზე დატანილი სიტყვა, მაშინ ვეძებთ ანტონიმურ (საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვებს) წყვილს ჩვენს ბარათზე (ცისფერ ფონზე). ის ბავშვები ვინც მალე შეავსებენ ბარათს, ამოღებული ,, კოჭების “ მეშვეობით, მიენიჭებათ სტატუსი– სინონიმებისა და ანტონიმების საუკეთესო მცოდნე. გისურვებთ წარმატებას! “
მასწავლებელი რიგ–რიგობით ამოიღებს ,,, კოჭებს ‘’ და მოსწავლეებს უჩვენებს. აუცილებლად გვექნება შემთხვევა, რომ დასახელებული სიტყვის სინონიმი/ანტონიმი რამდენიმე ბარათზე ერთდროულად აღმოჩნდება. ამ დროს მასწავლებელი კოჭს აძლევს იმას, ვინც პირველი აღმოაჩენს ამას, ხოლო დანარჩენებ იყენებენ სუფთა, წვრილად დაჭრილ ქაღალდებს.
No comments:
Post a Comment