სასწავლო პროექტის გეგმა .

1.
პროექტის სათაური
,, ქართლ–კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო ყველა ჩემი სამშობლოა საყვარელი საქართველო “.
2.
პრობლემა
ქართულში შევისწავლეთ გიორგი ქუჩიშვილის ლექსი ,,ვინც ეწვევა საქართველოს “. ლექსის განხილვისას აღმოჩნდა, რომ ბავშვები არ იცნობენ საქართველოს კუთხეებს. იქიდან გამომდინარე, რომ
მოსწავლეებს უჭირთ:
Ø  ინფორმაციის მოპოვება;
Ø  გადამუშავება;
Ø  გადაცემა;
ამ პროექტზე მუშაობით ისინი არა მარტო საქართველოს კუთხეებს გაეცნობიან(მის წარსულს, წეს-ჩვეულებებს, მწერლების, მხატვრებისა და პოეტების სახლ–მუზეუმებს), არამედ გამოიმუშავებენ:
Ø  ინფორმაციის სხვადასხვა გზით მოპოვებას;
Ø  კვლევა-ძიების  უნარ–ჩვევებს;
და რაც მთავარია, მიხვდებოდნენ, რომ ქართლ–კახეთიც, იმერეთიც, გურიაც,  სამეგრელოც ... და მათ შორის თბილისიც  სამშობლოს ჭეშმარიტი ნაწილია.
 
3.
მიზანი
Ø  მოსწავლეები ვირტუალურად გაეცნონ საქართველოს ისტორიულ კუთხეებს.
Ø  გაეცნონ ქართული ეთნოსის დამახასიათებელ თავისებურებებს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
Ø  განუვითარდეთ ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და პრეზენტაციის უნარ–ჩვევები.


4.
პროექტის სრული აღწერა
ამოცანები
დრო
რესურსი
შედეგი
1. საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.

ა)კლასი დავყავი წყვილებად( იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს არაერთი ისტორიული მხარე აქვს, სამუშაოდ ჯგუფებს ვამჯობინე წყვილები; ბავშვების დაწყვილებისას გავითვალისწინე: ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები, რომ წყვილებს თანაბარი ძალებით დაეწყოთ მუშაობა)
ბ) წყვილებმა აირჩიეს საქართველოს ისტორიული მხარე, რომელზეც იმუშავებდნენ. ( თუმცა აქ გვქონდა შეზღუდვა, აუცილებლად ის მხარე უნდა აერჩიათ, რომელი მხრიდანაც არ იყვნენ თვითონ)



(2019 წლის 25 – 26 მარტი)
დაფა, ცარცი, ფურცელი და კალამი.
·         ბავშვები განაწილდნენ წყვილებში
·         აირჩიეს მათთვის საინტერესო საქართველოს კუთხე, რომელზეც მოიძიებდნენ ინფორმაციას, დაამუშავებდნენ და ერთმანეთს გაუზიარებდნენ პრეზენტაციის სახით.
·         მოხდა ორგანიზებულობის უნარ–ჩვევების განვითარება.

2.  მეორე  ეტაპი–ინფორმაციის მოძიება.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, საქართველოს სხვადსხვა ისტორიული მხარის შესახებ, ბიბლიოთეკისა და კომპიუტერის დახმარებით

(2019
წლის 27 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით)
წიგნები, კომპიუტერი, ფურცელი და კალამი
·         მოხდა კვლევა-ძიების  უნარ–ჩვევების განვითარება.
3. ინტერვიუ მეგობრის მშობელთან და მასწავლებელთან

 შემდეგ წყვილბმა შექმნეს კითხვარი და ინტერვიუ აიღეს-მშობლებისაგან და  მასწავლებლისგან

(2019 წლის 2–3 აპრილი)
თაბახის ფურცელზე დაწერილი კითხვარი
კვლევა-ძიების მინიმალური უნარების განვითარება
4. მოძიებული ინფორმაცია და ინტერვიუები გადაიტანეს ფორმატზე, გააკეთეს კედლის გაზეთები.

(2019 წლის 4 –8 აპრილი)


გააკეთებენ პრეზენტაციას
5. პროექტის პრეზენტაცია-

ჯგუფებმა წარმოადგინეს ამა თუ იმ კუთხეზე პრეზენტაცია, ინტერვიუებითა და მოძიებული  მასალის გათვალისწინებით.
2019 წლის 10 აპრილი
საპრეზენტაციო გაზეთები
პრეზენტაციისთვის საჭირო უნარების  განვითარება
6.  თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სტუმრება.

პრეზენტაციების ჩატარების შემდეგ , ბავშვებთან ერთად ვესტუმრეთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს. მოვინახულეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სახლებს და ცხოვრების წესს.

მიღებული შთაბეჭდილებები აღვბეჭდეთ კადრზე.


2019 წლის

16 აპრილი
ფოტო აპარატი.
5.
პროექტში მონაწილეობენ
II 4 კლასის მოსწავლეები
6.
პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები
მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს კუთხეების შესახებ ინფორმაციას და წარმოადგენენ  პრეზენტაციის სახით. 
7.
საგნობრივ ჯგუფებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი

ქართ.დაწყ. (I). 1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
Ø  მიზნისა და სამეტყველო სიტუაციის ადრესატის გათვალისწინებით ირჩევს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს (ჟესტს, მიმიკას, ინტონაციას);
Ø  ადეკვატურად აღიქვამს ინფორმაციას;
Ø  გადმოსცემს ინფორმაციას ნანახის, განცდილის შესახებ;

ქართ.დაწყ. (I). 4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის, ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება; კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა.

ქართ.დაწყ.(I).13.მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.
Ø  აღწერს კონკრეტულ საგანს/ნივთს (მცენარეს, ცხოველს, მოვლენას), წარმოაჩენს მათ დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს;
Ø  თანამიდევრულობის დაცვით  გადმოსცემს ინფორმაციას;

8.
მონიტორინგი/
შეფასება

 საბოლოო შეფასება
 ა)პროექტის დასრულების შემდეგ პროექტის ხელმძღვანელის მიერ (კომენტარი)
    ბ)პროექტის მონაწილეთა შეფასება(კითხვარი)

ბავშვებო, იმისათვის, რომ მომავალში პროექტზე მუშაობა გავაუმჯობესოთ, მინდა გავიგე, როგორ შეაფასებდით მას.

1. როგორი  შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რაიმე ამ პროექტზე მუშაობამ?
ა) ბევრი რამ მასწავლა   ბ) მასწავლა   გ) ახალი არაფერი მისწავლია
2. როცა დახმარება გჭირდებოდა, მასწავლებელი ყოველთვის შენ გვერდით იყო?
ა) დიახ    ბ) არა
3. შედეგით კმაყოფილი ხარ?
ა) დიახ    ბ) არა
4. ყველაზე მეტად რა მოგეწონა პროექტში?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. რა არ მოგეწონა პროექტში?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9.
პროექტის ხელმძღვანელი
ნინო ნონაშვილი-დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი

No comments:

Post a Comment