რესურსის რეფლექსია
რესურსი: ლოტო– სინონიმები და ანტონიმები
კლასი: II
პედაგოგი: ნინო ნონაშვილი
რესურსის სახელწოდება:
ლოტო– სინონიმები და ანტონიმები
დროის ხანგრძლივობა: 2 აკადემიური საათი (მიყოლებითი გაკვეთილები)
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ქართ. II. 3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და
ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ამბის გადმოცემისას იყენებს მართებულ
სიტყვაფორმებს.
რესურსის შექმნის იდია დაიბადა მას შემდეგ, როდესაც
გადავწყვიტე კლასში შემეჯამებინა ,,სინონიმებისა და ანტონიმების
“ თემა. მინდოდა მომეფიქრებინა ორიგინალური, დაუვიწყარი,
სახალისო და საინტერესო აქტივობა, რომელიც
თამაშ–თამაშით დაეხმარებოდა ბავშვებს თემის შეჯამებაში. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს
მოსწავლეებს ძალიან უყვართ გაკვეთილზე თამაშის ელემენტები, გადავწყვიტე გამეხარებინა
ისინი და შემაჯამებელი გაკვეთილი ჩამეტარებინა თამაშით, თუმცა რა ფორმით ჯერ არ მქონდა გადაწყვეტილი.
სანამ შემაჯამებელ გაკვეთილს
ჩავატარებდი, ცოდნის გააქტიურების მიზნით,
მოსწავლეებთან ერთად, დაფაზე თვალსაჩინოდ ამოვიწერეთ
ყველა ის სინონიმი და ანტონიმი, რომელიც შევისწავლეთ.
(საბედნიეროდ ჩვენი სახელმძღვანელო დახუნძლულია, მსგავსი ელემენტებით) ვაკვირდებოდი და შევამჩნიე, რომ გამოიკვეთა, რომ
ბავშვებს უჭირდათ სინონიმებისა და ანტონიმების გაგება–გააზრება. ამიტომ აუცილებელი
გახდა ისეთი აქტივობის დაგეგმა, რომელიც დამეხმარებოდა შექმნილი პრობლემის აღმოფხვრაში
და შემაჯამებელ გაკვეთილზე ...... აქ დაიბადა ლოტოების შექმნის იდია. მომდევნო გაკვეთილისთვის
დაფაზე დაწერილი ლექსიკური ერთეულების დახმარებით შევქმენი , სინონიმებისა და ანტონიმების
ბარათები
და ,,კოჭები“ ლოტოს სათამაშოდ
(რესურსი:
ლოტო– სინონიმები და ანტონიმები გამოვიყენე შემდეგი ორი გაკვეთილის განმავლობაში)
მომდევნო
დღეს, საორგანიზაციო საკითხების მოგვარების
შემდეგ, ბავშვებს დავურიგე ლოტოს ბარათები და პატარა ზომის ფურცლები. ბავშვებს მივეცი
დავალება, ბარათებზე დატანილი სიტყვები წარმოედგინათ და დაეხატათ.
შემდეგ ეს ფურცლები ჩაეკრათ შესაბამისი სიტყვის გვერდით,
ლოტოს ბარათზე.
დავალების მიზანი იყო ლექსიკური ერთეულების სრულფასოვანი
გააზრება. კლასში მყავს 29 მოსწავლე, ლოტოს ბარათებიც 29 ცალი შევადგინე, შესაბამისად
ბავშვებმა ინდივიდუალურად იმუშავეს. თუმცა მოგვიწია მერხების დაახლოვება, რადგან ზოგიერთ
მოსწავლეს არ ჰქონდა ფერადი ფანქრები, წებო და მაკრატელი.
ბავშვებმა საკუთარი ნამუშევრები ერთმანეთს წარუდგინეს.
აქტივობის მეორე დღეს კი უკვე ვითამაშეთ ლოტო, მთელი თავისი წესებითა და მოქმედებებით. რადგან
წინა დღეს კარგად გავიაზრეთ სიტყვების მნიშვნელობები, ბავშვებს აღარ გასჭირვებიათ თამაშში
წარმატებების მიღწევა.
29 მოსწავლეს დავურიგე, უკვე გამზადებული ლოტოს ბარათები.
და მივეცი ინსტრუქცია:
თქვენ დაგირიგდათ ლოტოს ბარათები. თითოეულის ბარათზე დატანილია 9 სიტყვა, 3–ვარდისფერ
ფონზე, 6 ცისფერ ფონზე. შესაბამისად ლოტოს ,,კოჭებიც“ ამ ფერებშია . მასწავლებელი,
რომელიც შეასრულებს ,,დედის“ ფუნქციას, რიგ–რიგობით ამოიღებს ,,კოჭებს“. თუ ამოვიდა
ვარდისფერ ფონზე დატანილი სიტყვა, ესე იგი ვეძებთ ამ სიტყვის სინონიმურ(მსგავსი მნიშვნელობის
მქონე სიტყვებს) წყვილს, თქვენი ლოტოს ბარათზე (ვარდისფერ ფონზე). თუ მასწავლებელმა
ამოიღო ლურჯ ფონზე დატანილი სიტყვა, მაშინ ვეძებთ ანტონიმურ(საპირისპირო მნიშვნელობის
მქონე სიტყვებს) წყვილს ჩვენს ბარათზე (ცისფერ ფონზე). ის ბავშვები ვინც მალე შეავსებენ ბარათს, ამოღებული
,,კოჭების“ მეშვეობით, მიენიჭებათ სტატუსი–
სინონიმებისა და ანტონიმების საუკეთესო მცოდნე. გისურვებთ წარმატებას!
მეორე გაკვეთილის საკმაოდ სახალისოდ დამთავრდა, გამოიკვეთა
საუკეთესო სინონიმებისა და ანტონიმების მცოდნე ბავშვებიც.
აღნიშნულმა რესურსმა გაამართლა ჩემი იმედები. შემაჯამებელი
გაკვეთილი გამოვიდა, საინტერესო, სახალისო და დასამახსოვრებელი. ამ დღის შემდეგ ბავშვებს
ალბათ არასოდეს დაავიწყდებათ მეორე კლასში
შესწავლილი სინონიმები და ანტონიმები.
ამ აქტივობის
ფარგლებში, შევქმენით საკმაოდ კარგი და მრავალჯერადად
გამოყენებადი რესურსი, ლოტოს სახით.
მიზნის
მიღწევაში დამეხმარა რესურსი აღწერილობით: ხელით შექმნილი ნახატები, ფერადი ქაღალდები,
ფერადი ფანქრები, მაკრატელი, წებო, პრინტერი, კომპიუტერი.
რესურსი მრავალჯერადად გამოსაყენებელია :
რესურსით
გამოწვეულ შედეგს ვხედავდი ყოველ მომდევნო გაკვეთილზე, რადგან წერითი და ზეპირი მეტყველება
უფრო გამართული და მრავალფეროვანი გახდა.
რესურსის რისკ ფაქტორები: შეიძლებოდა, ბავშვებს არ მოსწონებოდათ ჩემ მიერ შეთავაზებული
აქტივობა და ზოგიერთს საერთოდ უარი განეცხადებინა ასოციაციური ნახატების შექმნასა და
ლოტოს თამაშზე.
No comments:
Post a Comment