სამოდელო ინტეგრირებული გაკვეტილის რეფლექსია


სამოდელო, ინტეგრირებული გაკვეთილის რეფლექსია
სსიპ ქალაქ თბილისის #177 საჯარო სკოლა
მასწავლებელი: ნინო ნონაშვილი
პირადი ნომერი: 43001036108
საგანი: ქართული–ხელოვნება
სწავლების საფეხური/კლასი: II/დაწყებითი
მოსწავლეთა რაოდენობა: 29; კლასში  სსსმ  მოსწავლე არ მყავს.
გაკვეთილის თემა:  ქართული:  სულხან–საბა ორბელიანის ,,კატის გაზრდილი ლომი“; ხელოვნება: ,,ცხოველთა სამყარო“
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს:
ქართული–
1.      სულხან–საბა ორბელიანის იგავ–არაკის– ,,კატის გაზრდილი ლომის“ გაგება–გააზრება; გამოყენებული უცხო სიტყვების განმარტება; დადებითი და უარყოფითი გმირების ამოცნობა;
ქართული–ხელოვნება–
2.      კომიქსის შექმნა;
ხელოვნება–
3.      ჩანაფიქრისა და შთაბეჭდილებების გადმოცემა სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტისა და პრინციპის, მასალისა და ტექნიკის გამოყენება ნამუშევარში( იყენებს კონტურის მოსახაზად სხვადასხვა ტიპის ხაზს; ერთმანეთისაგან არჩევს ცივ და თბილ ფერებს);
ქართული–ხელოვნება–
4.    ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების, საკუთარი აზრის გამოთქმის, სხვისი აზრის მოსმენის, პრობლემურ საკითხზე მსჯელობისა და თანამშრომლობის უნარ–ჩვევები გამომუშავება.

         გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსწავლეთა უმრავლესობა აქტიურობდა.
გაკვეთილის გამოწვევა მოვახდინეთ აქტივობა–,, აკვარიუმით “, რომელმაც ბავშვები გაახალისა და მისცა საშუალება,  ამოეცნოთ ახალი გაკვეთილის თემა და პერსონაჟები.          სულხან– საბა ორბელიანის იგავ–არაკს ,,კატის გაზრდილ ლომს “ გავეცანით პრეზენტაციის ფონზე და  ცხოველთა სამყარო შევაჯამეთ კითხვა–პასუხისა და ვენის დიაგრამის მეშვეობით.  შევქმენით კომიქსი ჯგუფურ მუშაობაზე. ჯგუფები ორგანიზებულად და ყველა წესის დაცვით მუშაობდნენ, რაც ამ პროცესზე დაკვირვებამ კარგად აჩვენა.                                                          ვფიქრობ, გაკვეთილის მთავარ მიზანს მივაღწიე, რაც დამანახა მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაციებმა და გასასვლელი ბარათების ანალიზმა.
              გაკვეთილის დაწყებამდე, საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ, ბაშვებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი, რომელიც დაფაზეც მქონდა გაკრული და სლაიდის მეშვეობითაც ვუჩვენე. ვუთხრი მათ, რომ წინ ელოდებოდათ  ქართული ენისა და ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელთა საგაკვეთილო თემა ცხოველებს შეეხებოდა.                                                                                                                                               მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, ბავშვებს შევთავაზე აქტივობა–აკვარიუმი, სადაც სლაიდებით ნაჩვენები ცხოველები უნდა განესახიერებინათ და გაეხმოვანებინათ.  ეს აქტივობა გახლდათ ახალი პერსონაჟების ამოცნობის ამოსავალი წერტილი. აქტივობამ ბავშვები ძალიან გაამხიარულა. გამოწვევის ამ ნაწილით მეც  კმაყოფილი დავრჩი. წუთიერი გამოწვევის შემდეგ,  ბავშვებს მივუთითე დაფაზე მიმაგრებულ ფურცლებზე, რომლის შიგნითაც იმალებოდნენ  ახალი გაკვეთილის გმირები (კატა და თაგვი) და ვუთხარი, რომ აქტივობა ,,აკვარიუმის“ დახმარებითა და ჩემ მიერ მიცემული მინიშნებებით უნდა ამოეცნოთ ეს პერსონაჟები.  აღმოჩნდა, რომ ფურცლის უკანა მხარეს ბუნდოვნად ჩანდა პერსონაჟთა გამოსახულება და ერთ–ერთმა მოსწავლემ ყოველგვარი მინიშნებების  გარეშე დაასახელა გაკვეთილის გმირები. ამის გამო დაგეგმილი აქტივობა ჩავანაცვლე კითხვა–პასუხით, სადაც გავიხსენეთ ხელოვნებაში ნასწავლი ცხოველთა სამყარო, ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებისა და ბაბილონის ,,საოცრებათა ქალაქის “ ფონზე.  შემდეგ საკითხს დავუკავშირეთ დიდი ქართველი მეიგავის სულხან–საბა ორბელიანის შემოქმედება.                                                                                                  კითხვა–პასუხის შემდეგ, პრეზენტაციის დახმარებით დავიწყე ახალი გაკვეთილის ახსნა. მოძრავი ანიმაციებით აწყობილი მქონდა სულხან–საბა ორბელიანი იგავ–არაკი ,,კატის გაზრდილი ლომი “. პროექტორის წუთიერი შეფერხების გამო, პრეზენტაციის გამოყენება სანახევროდ შევძელი და დავკარგე 2 წუთი, რომელიც გათვლილი მქონდა ბავშვების სიტყვიერი შეფასებისთვის, გაკვეთილის დასრულებისას.                                                                                   ახალი გაკვეთილი ბავშვებმა წაიკითხეს პაუზებით. ბავშვების ნაწილი თავს იკავებდა ვარაუდების გამოთქმისაგან, თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო ლომისა და კატის ურთიერთობა. გამოვკვეთეთ და განვმარტეთ უცხო სიტყვები; გავიხსენეთ დიალოგისა და მონოლოგის არსი. იგავის გაცნობის შემდეგ, დადებითი და უარყოფითი გმირების გამოკვეთისა და დახასიათების მიზნით, დაფაზე შევავსეთ ვენის დიაგრამა. პერსონაჟების დახასიათებას ბავშვებმა კარგად გაართვეს თავი.                                                                                        პერსონაჟების დახასიათების შემდეგ, ახალი გაკვეთის უკეთ გააზრებისა და ხელოვნებაში მიღებული ცოდნის გააქტიურების მიზნით ბავშვები გავანაწილე ჯგუფებად, რათა ერთად შეექმნათ კომიქსი. მოსწავლეებმა სწრაფად და უხმაუროდ შეძლეს ჯგუფებში განაწილება, რამაც მომცა საშუალება უფრო მეტი დრო დამეთმო ძირითადი სამუშაოსთვის.                       ბავშვებს სანამ დავალებას მივცემდი და მუშაობას დაიწყებდნენ, გავაცანი ჯგუფური მუშაობის წესები.                                                                                                                        წესების გაცნობის შემდეგ ჯგუფებს ვუთხარი, რომ მათი მერხის ქვეშ იმალებოდა საქაღალდე, რომელშიც იდი: თეთრი ქაღალდი, წებო, ამოჭრილი ცხოველები და დანაწევრებული გაკვეთილი( ,,კატის გაზრდილი ლომი ”) და მოცემული რესურსით უნდა შეექმნათ კომიქსი.  ჯგუფური მუშაობა რომ წარმატებით წარმართულიყო, ინსტრუქცია და ჯგუფური მუშაობის წესები თითოეულ ჯგუფს წინასწარ ჩავუდე  საქაღალდეში. ბავშვებმა შესანიშნავად იმუშავეს, დავალებას კარგად გაართვეს თავი; ცდილობდნენ არ დაერღვიათ წესები და ემუშავათ ერთად.   ჯგუფებმა წარმოადგინეს კომიქსი, იმ დროში, რა დროც ჰქონდათ მიცემული. პრეზენტაციის დროს, გამომსვლელთა ნაწილს გაუჭირდა საკუთარი ნამუშევრის წარმოდგენა, ამიტომ მომიწია აქტიური როლის შეთავსება, თუმცა ნაწილმა დავალება მშვენივრად წარმოადგინა. ბავშვებს პრეზენტაციის დროს ვაძლევდი უკუკავშირს განმავითარებელი კომენტარის სახით.                                                                                                           ჯგუფური მუშაობის შემდეგ, ბავშვებს დავურიგე ,,გასასვლელი ბარათები “. ბარათების პრეზენტაცია გააკეთეს იმ ბავშვებმა, ვინც მალე დაასრულა დავალება, თუმცა არც დანარჩენის დამიტოვებია უყურადღებოდ, შევაგროვე  ბარათები და მომდევნო გაკვეთილზე მოვახდინეთ განხილვა. ამ აქტივობის დახმარებით შევაფასეთ გაკვეთილი.                                             გაკვეთილის შეფასების შემდეგ, კლასს მივეცი დავალება: ქართულში– კარგი კითხვით–იგავ–არაკი ,,კატის გაზრდილი ლომი “; დასაწერად–წიგნის რვეულიდან იგავის შესაბამისი დავალებები. ხელოვნებაში–  დასახატად–,,ჩემი საყვარელი ეპიზოდი ,,კატის გაზრდილ ლომში “.                                                                                                                                                ძირითადად გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარიმართა, თუ არ ჩავთვლით პროექტორის ტექნიკური გაუმართაობის შედეგად, ახალი მასალის ახსნის დროს, პრეზენტაციის შეფერხებულ ჩვენებას და დაკარგულ 2 წუთს, რის გამოც ვეღარ მოვასწარი გაკვეთილის ბოლოს ბავშვების შეფასება.  ასევე, სრულიად მოულოდნელი იყო, გამოწვევის პროცესში, ერთ–ერთი მოსწავლის მიერ, დაფაზე დამალული პერსონაჟების მოულოდნელი დასახელება, იმ აქტივობის დაწყებამდე, რომელსაც უნდა მიეყვანა ბავშვები გმირების აღმოჩენამდე.  გაკვეთილის გეგმაზე მუშაობამ , განხორციელებამ და წარმოჩენილმა დაუგეგმავმა მოვლენებმა, ბევრი რამ მასწავლა, რომელსაც სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებ.
ü  აქტივობებზე დროის სწორად განაწილებას;
ü  გაკვეთილის დაწყებამდე კარგად შევამოწმებ ტექნიკის გამართულობას;
ü  უფრო ყურადღებითა და დაფიქრებით დავგეგმავ აქტივობას;
ü  დიდი ყურადღებას მივაქცევ ბავშვების შეფასებას.

            ჩემი აზრით, გაკვეთილზე წარმოდგენილი მასალა საინტერესო ინფორმაციას შეიცავდა, როგორც დამსწრე კოლეგებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის. მასალა დიდი მონდომებითაა შერჩეული და გვაწვდის მრავალფეროვან, საინტერესო ინფორმაციას, რომლის საჭიროებისამებრ გამოყენებაცაა შესაძლებელი. გაკვეთილი თავისი შინაარსითა და სტრუქტურით აკმაყოფილებდა ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილის შეფასების კომპონენტებს.                                                                                                      
     ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ  მივაღწიე გაკვეთილით განსაზღვრულ მიზანს. საფუძვლიანად გაეცვნენ: სულხან – საბა ორბელიანის იგავ–არაკს ,,კატის გაზრდილ ლომს “, ხელოვნებაში ნასწავლი მასალის ,,ცხოველთა სამყაროს “ გამოყენებით; შექმნეს კომიქსი სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტისა და პრინციპის გამოყენებით. გამოიმუშავეს ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების, საკუთარი აზრის გამოთქმის, სხვისი აზრის მოსმენის, პრობლემურ საკითხზე მსჯელობისა და თანამშრომლობის უნარ–ჩვევები.


No comments:

Post a Comment